ვაჟა-ფშაველას გამზირი #78ა; მოსკოვის გამზირი # 45
(032) 2 30 88 20
(+995) 599 98 95 03

“Language Centre”-ი გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს

“Language Centre”- გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს. რუსული ენის კურსი ორიენტირებულია, როგორც მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისათვის, სტუდენტებისათვის, ასევე ნებისმიერი ასაკის, პროფესიისა და დონის მსურველთათვის. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მეთოდების გამოყენებით.

 

რუსული ენის ზოგადი კურსის სწავლებისას (ყველა ასაკის მსურველთათვის) დიდი ყურადღება ეთმობა წერის, კითხვის და კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს, ასევე მეტყველების, გამოთქმის და მოსმენის უნარების გამომუშავებას.

 

თანამედროვე რუსული ენის გრამატიკა მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის. მომზადება გამოცდისთვის.

 

ასევე “Language Centre”–ი გთავაზობთ რუსული ენის სასწავლო კურსს ბავშვებისათვის. რუსული ენის დაუფლება ხდება სხვადასხვა სახის თამაშებით, ლექსების, სიტყვების სწავლით და სხვა.

 

კურსი მოიცავს შემდეგ დონეებს:

 

A1-A2 ელემენტალური: წერა–კითხვა, სწორად გამოთქმა. მარტივი წინადადებების შედგენა და გამოყენება. საუბარი მარტივ დონეზე. გრამატიკა, ლექსიკა.

B1-B2 სასაუბრო: პრესისა და მედიის აღთქმა, გაანალიზება და თარგმანი. გრამატიკა საფუძვლიანად. რთული წინადადების შედგენა. ნებისმიერი თემის გაანალიზება.

C1-C2 უმაღლესი: პროფესიულ დონეზე საუბარი. სამეცნიერო ტერმინოლოგია. ნებისმიერი დიალოგების და ტექსტების თარგმნა.

 

“Language Centre”–ში მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სწავლება. სწავლების დაწყების წინ მსმენელები გადიან ტესტირებას და შედეგების მიხედვით ნაწილდებიან შესაბამისი დონეების ჯგუფებში.

 

ყოველი კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.