სტუდენტებისთვის

სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების ლეგიტიმურ შეზღუდვასა და დარღვევას შორის, როგორ

შევძლოთ უკეთ დავიცვათ საკუთარი და ნებისმიერი მესამე პირის უფლებები, როგორ განვსაზღვროთ ჩვენი უფლებების ფარგლები და როგორ შევძლოთ მათი რეალიზება სხვადასხვა პირთან ურთიერთობაში, იქნება ეს საჯარო დაწესებულება თუ ნებისმიერი კერძო სუბიექტი, - ამ და სხვა საკითხების პრაქტიკული გამოყენება დამოკიდებულია როგორც თეორიულ ცოდნაზე, ასევე გამოცდილებაზე.
თქვენი და თქვენი კლიენტისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლივი გამოყენებით, შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტები საუკუეთესო საშუალებაა სრულყოთ თქვენი ცოდნა.
თქვენ შეძლებთ გაიაზროთ საპროცესო წარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორც კერძო სამართლის, ასევე საჯარო სამართლის მიმართულებით, გაანალიზებთ სასამართლო პრაქტიკას საერთაშორისო, ადმინისტრაციული, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულებით.
სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს და შეძლებენ სტაჟირების გავლას სხვადასხვა დაწესებულებაში.
გამოიმუშავეთ ახალი უნარ-ჩვევები და გამოიყენეთ ისინი პროფესიული წინსვლისათვის.

ბეჭდვა