მოსწავლეთათვის

სახელმწიფოსა და დემოკრატიული საზოგადოების  მთავარი მიზანია - ადმიანის, როგორც

განსხვავებული ინდივიდის უფლებების უზრუნველყოფა. ჩვენი უფლებები ჩვენივე შესაძლებლობების რეალიზების ყველაზე კარგი და სწრაფი საშუალებაა.
ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი მონაკვეთი შეიძლება დავაკავშიროთ სამართლებრივ საფუძველთან და მოქმედება, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ძალიან მარტივი იყოს - გვაძლევს კონკრეტულ იურიდიულ შედეგს.
საკუთარი უფლებების დაცვისათვის არ არის საჭირო ფლობდეთ სრულყოფილ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა მხოლოდ ძირითადი პრინციპების ცოდნა და ეს ისეთივე მარტივი მოცემულობაა, როგორც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციის საჭიროება.
პროექტების ფარგლებში გაეცნობით მნიშვნელოვან საკითხებს, მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას სამართლის შესაბამისი დარგებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების შესახებ. გეძლევათ შესაძლებლობა გაიგოთ გარიგებების ხასიათის შესახებ, გაიაზროთ თქვენი, როგორც დასაქმებულის უფლებები, გაითვალისწინოთ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც ავტომობილის მართვასთან, სწორად შეძლოთ საკუთარი პოზიციის დასაბუთება ნებისმიერი ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა.
გაიღრმავეთ ცონდა, მიიღეთ ორენოვანი სერტიფიკატი და შესთავაზეთ საკუთარ თავს საუკეთესო მომსახურება.

ბეჭდვა