ვაჟა-ფშაველას გამზირი #78ა; მოსკოვის გამზირი # 45
(032) 2 30 88 20

ქოუჩინგი

ტექნოლოგიურმა განვითარებამმნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა შემოქმედებითი უნარების გამოყენება და კონსტრუირება. ტექნოლოგიურიცვლილებებირუტინულ და მექანიკურსამუშაოს რობო-ტექნიკას ანდობს და ადამიანების მაქსიმალური პოტენციალის განვითარებისათვის სივრცეს ათავისუფლებს. ამიტომ, დღეს,ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს, ადამიანის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და შემოქმედობითობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც ქოუჩნგი სულ უფრო აქტუალური მიმართულება ხდება და განვითარებული სამყაროს წარმატებული ადამიანები თუ ორგანიზაციები არ მოქმედებენ ქოუჩების გარეშე.რადგანაც, ქოუჩინგიარისწარმატებისმიღწევისტექნოლოგია, რომელიცორიენტირებულიაადამიანის პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენაზე დასააზროვნოსისტემისგაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი აცნობიერებს თავის ღირებულებებს, მიზნებს, სურვილებს, სწავლობს ამოცანების გადაწყვეტის ეფექტურ გზებს. ეუფლება წარმატების მიღწევის სტრატეგიებს. 


აუდიტორია:

კურსი განკუთვლია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მიაღწიოს წარმატებას, როგორც პიროუნული, ასევე პროფესიული განვითარების მიმართულებით.

კურსის შედეგები:

• ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, პრიორიტეტების დალაგება, მიზნის მიღწევა;
• სწავლის პროცესში სიღრმრეული პიროვნული და პროფესიული ზრდა;
• საკუთარი მართვის სტილის განვითარება;
• სტრატეგიული აზოვნების განვითარება;
• საკუთარი ხედვების, მიზნების, ამოცანების ფორმირება და მიღწევის ეფექტური გზების დაგეგმვა;
• ეფექტური კომუნიკაციის სტილის განვითარება;
• გუნდური მუშაობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება და გუნდის მოტივირება;
• შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილის შემუშავება;
• წარმატებული მომავლის კონსტუირების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია:
სწავლების ფორმა ინტერაქციულია. პროგრამა აგებულია ადამიანის პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების უახლესი მეთოდების გამოყენებით. პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ქოუჩინგის შესახებ, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ მიმართულებაში. ტრენინგის მონაწილეები, პროგრამის მიმდინარეობისას, იმუშავებენ ქოუჩთან, მონაწილეობას მიიღებენ დემო სესიებში და პრაქტიკულ სამუშაოში, პროგრამის დასრულების შემდეგ კი შესძლებენ გამოიყენონ ახალი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტრენინგის განსახილველი თემები:

• ქოუჩინგის ფუნდამენტური ელემენტები და მეთოდოლოგია;
• საკუთარი თავის და საკუთარი მოქმედებების სიღრმისეული გააზრება;
• ადამიანის ტვინის - ბიოლოგიური პროცესორის - პროგრამირება;
• პიროვნული ზრდის ზონა, მიზნები, მოტივები, ღრებულებები და ცხოვრების საზრისი, როგორც წარმატების მაკონსტრუირებელი       ერთიანობა;
• შედეგებზე ორიენტაცია - წარმატებული სტრატეგიების რეალიზება;
• თვითშემეცნების სტიმულირება - პიროვნელი და პროფესიული განვითარების ხედვა;
• წინააღმდეგობებთან და შიშებთან მუშაობა;
• თვითგანვითარების ნაბიჯები და სტრატეგიები;
• მხარდამჭერი გარემოს შექმნა - მიმღებლობა, ემპათია, უკუკავშირი;
• ეფექტური კომუნიკაცია - შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგური დიალოგის წარმოების ტაქტიკები;
• მართვისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
• დაგეგმვისა და წარმატების მიღწევის ინდიკატორები დეტალიზება და შემუშავება;
• ქოუჩინგური ინსტრუმენტები პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის;
• ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია - სხეულის ენა, მეტა პროგრამები, ნარატივი;

ხანგრძლივობა:

10 შეხვედა, ერთი შეხვედრა-  3 საათი; სულ 30 სთ.

მონაწილეთა რაოდენობა

• ჯგუფში 15 მონაწილე

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

ნინი ჭაჭია - ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International – Canada. Certified Professional Coach. ICF Certified). 12 წლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ბიზნეს კონსულტანტი, ანალიტიკოსი და ტრენერი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).  მუშაობის სფერო: პოლიტიკა და ბიზნესი . საავტორო პროგრამები: ეფექტური კომუნიკაცია, როგორც წარმატების მიღწევის ეფექტური მექანიზმი; საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები; ემოციების მართვა და კალიბრირება; არავერბალური კომუნიკაცია - პირველადი რეაქცია გარემოს გამღიზიანებელზე; ქოუჩინგის საბაზისო კურსი; კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი;