ეფექტური კომუნიკაცია

კომუნიკაცია ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებაა. ეფექტური კომუნიკაციის უნარი ადამიანის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. კვლევებით დასტურდება, რომ წარმატებული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები წარმატების მისაღწევად გადამწყვეტ როლს ასრულებს პირად ცხოვრებაში, კარიერასა თუ სოციალურ სივრცეში.

 

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი საკითხები: რაც უფრო ოსტატურად ფლობს ადამიანი ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, მით უფრო მარტივად აღწევს წარმატებას.

პროგრამა განკუთვნილია წარმატებაზეორიენტირებული ადამიანებისათვის, ვისაც სურვილი აქვს სიღრმისეულად შეისწავლოს საკუთარი თავი, ვისაც სჯერა რომ ადამიანური პოტენციალი უსაზღვროა, ვისაც უნდა გაერკვიოს საკუთარი კომუნიკაციის სტილში, განივითაროს კომუნიკაციის უნარები და ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ტრენინგის შედეგები:

•ეფექტური კომუნიკაციის სტილის განვითარება;

•სხვადასხვა სიტუაციებში კონტაქტის დამყარების შესაძლებლობების გაფართოება;

•კომუნიკაციის მექანიზმის გაცნობიერება;

•ეფექტურიკომუნიკაციისტექნიკების შესწავლა (მოსმენა, რაპორტი, ემოციისამოცნობა, ემპათია,ქოუჩინგურიდიალოგები, უკუკავშირი);

•ღია და დახურული შეკითხვების გამოყენების ეფექტურობა;

•არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი ელემეტების გაცნობიერება;

•საკუთარი არავერბალური კომუნიკაციის სტილის შესწავლა და კორქტირება;

•კომუნიკაციის პროცესში შესაძლო ბარიერების იდენტიფიცირება.

ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია

სწავლების ფორმა ინტერაქციულია. პროგრამა აგებულია ვერაბლური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარების უახლესი მეთოდების გამოყენებით. პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ ეფექტური კომუნიკაციის მოდელების გამოყენებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ აქტიობაში. ტრენინგის მონაწილეები, პროგრამის მიმდინარეობისას, იმუშავებენ ქოუჩთან, მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სესიებში და პროგრამის დასრულების შემდეგ კი შესძლებენ გამოიყენონ ახალი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტრენინგის დროს განსახილველი თემები:

•კომუნიკაციის თეორიები და პრინციპები;

•ეფექტურიკომუნიკაციისტექნიკები - მოსმენა, რაპორტი, ემოციისამოცნობა, ემპათია,ქოუჩინგურიდიალოგები, უკუკავშირი;

•შეკითხვების ძალა - ღია და დახურული შეკითხვები;

•ქცევის და ურთიერთობის სტილები და მათი ძირითადი მახასიათებლები;

•ინფორმაციის დანაკარგის ანალიზი და მისი შემცირების პოტენციალი;

•არავერბალური კომუნიკაცია: სხეული ენა, როგორც პირველი რეაქცია კომუნიკაციის დროს;

•ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმები;

 

ხანგრძლივობა:

 

5 შეხვედა, ერთი შეხვედრა-  3 საათი; სულ 15 სთ.

მონაწილეთა რაოდენობა

 

•ჯგუფში - 15 მონაწილე

 

 

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

ნინი ჭაჭია - 12 წლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ბიზნეს კონსულტანტი, ანალიტიკოსი და ტრენერი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).  მუშაობის სფერო: განათლება, პოლიტიკა და ბიზნესი .ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International – Canada. Certified Professional Coach. ICF Certified). საავტორო პროგრამები: ეფექტური კომუნიკაცია, როგორც წარმატების მიღწევის ეფექტური მექანიზმი; საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები; ემოციების მართვა და კალიბრირება; არავერბალური კომუნიკაცია - პირველადი რეაქცია გარემოს გამღიზიანებელზე; ქოუჩინგის საბაზისო კურსი; კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი;

ბეჭდვა