ვაჟა-ფშაველას გამზირი #78ა; მოსკოვის გამზირი # 45
(032) 2 30 88 20
(+995) 599 98 95 03

საერთაშორისო გამოცდები

TOEFL

TOEFL (Test of English as a Foreign Language) -ინგლისური ენის (ჩრ.ამერიკული ვარიანტი) საერთაშორისო გამოცდა, რომლის დანიშნულებაა განსაზღვროს ინლისური ენის ცოდნის დონე,

რომლის მოთხოვნაც განსხვავებულია სასწავლო დაწესებულებების მიხედვით და სერთიფიკატის ვადაა 2 წელი.



TOEFL ტესტირება აუცილებელია მათთვის, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის და სურვილი აქვთჩააბარონარამარტო ამერიკისა და კანადის უმაღლეს სასწავლო დაწესებელებებში,არამედ ევროპისა და აზიის იმ უნივერსიტეტებში სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.TOEFL აღიარებულია 130 ქვეყნის 8500-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში.

არსებობს ტესტის რამოდენიმე ვერსია:

PBT (paper based test) უმაღლესი ქულა 625-680

CBT (computer based test) უმაღლესი ქულა 263-300

iBT (internet-based test) უმაღლესი ქულა 106-120

 

SAT

SAT Test (Scholastic Assessment Test) - ამერიკის კოლეჯებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტია. SAT-ს ადმინისტრირებას უწევს აშშ-ში არსებული კორპორაცია College Board, და ავითარებს, გამოსცემს და ქულებს ანიჭებს Educational Testing Service (ETS).

ამჟამად SAT Test 4 საათს გრძელდება 400-დან 1600-მდე შესაძლებელი ქულით, სამი სექციის 800-800 ქულის კომბინირებით (მათემატიკა, კრიტიკული კითხვა, წერა).

 

IELTS

IELTS (International English Language Testing System)ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა,რომელიც იმართება ბრიტანეთის საბჭოსა და ავსტრალიის

საერთაშორისო საგამოცდო უწყებების მიერ.იგი აღიარებულია ავსტარლიის,ბრიტანეთის ,კანადის, ახალი ზელანდიის აკადემიური სასწავლებლების და ასევე ამერიკის 3000-ზე მეტი უმაღლესი დაწესებულებების მიერ. IELTS–ისშედეგებისფორმა (IELTS Report Form) გაიცემაყველაკანდიდატზემიუხედავადშედეგისა.

სერტიფიკატის ვადაა 2 წელი.

არსებობს ტესტის ორივერსია:

აკადემიური ვერსია (Academic Version)-მათთვის, ვისაც ინგლისურენოვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სურს ან პროფესიული პრაქტიკის წარმოებას აპირებს ინგლისურენოვან ქვეყანაში.

ზოგადი ვერსია (General Training Version)-მათთვის, ვინც გეგმავს არააკადემიური ტრენინგის გავლას, მუშაობასან ემიგრაციას ინგლისურენოვან ქვეყანაში.

ტესტი თანაბრად აფასებს კითხვას ,მოსმენას,წერასა და ზეპირეტყველებას, ოთხივე უნარი ცალკ-ცალკე 9–ქულიანი შკალის მიხედვით ფასდება. ყველაზე მაღალი დონე მეცხრეა.(Band 9 - "შეუძლია ინგლისური ენის გამოყენება ექსპერტის დონეზე”), ყველაზე დაბალია – პირველი (Band 1 - "სრულიად მოუმზადებელია ინგლისური ენის სარგებლობისათვის” ) მიღებული ქულები ჯამდება და გამოიანგარიშება საშუალო ქულა.

 

FCE

FCE (The first Cerificate in English) წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონის ფლობის დამასასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს, რომელიც განკუთვნილია

მათთის ვისაც სურს სწავლა ან მუშაობა ისეთ ქვეყნებში სადაც ინგლისური ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საკომუნიკაციო ენას და შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ ყოველდღიური ინგლისურის წერით და ზეპირ გამოწვევებს საშუალოზე მაღალ დონეზე.

FCE საერთაშორისო სერთიფიკატი უვადოა.

FCE ერთერთია იმ გამოცდებიდან, რომლებიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL გამოცდების სიას ეკუთნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სერთიფიკატი აღიარებულია 130-მდე ქვეყანაში.

FCE გამოცდის ჩაბარების დროს აპლიკანტი გამოცდას აბარებს შემდეგ ძირითადი კომპონენტების მიხედვით:

• Listening (მოსმენა)

• Reading (კითხვა)

• Writing (წერა)

• Speaking (საუბარი)

• Use of English (გრამატიკული ნაწილი)

შეფასება:

A (180-190)-C1

B (173-179)-B2

C (160-172)-B2

CEFR Level B1 (140-159)-B1

 

CAE

CAE (Cambridge Advanced English) არის უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდა (C1 დონე), რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ,

აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნების მისაღწევად. სერთიფიკატს აგრეთვე იყენებენ მსოფლიოს მრავალ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

CAE საერთაშორისო სერთიფიკატი უვადოა.

CAE გამოცდის ჩაბარების დროს აპლიკანტი გამოცდას აბარებს შემდეგი ძირითადი კომპონენტების მიხედვით:• Listening (მოსმენა)
• Reading (კითხვა)
• Writing (წერა)
• Speaking (საუბარი)
• Use of English (გრამატიკული ნაწილი)

შეფასება:
A- (200-210)- C2

B-(193-199)-C1

C -(180-192)-C1

CEFR Level B2-(160-179)-B2