ვაჟა-ფშაველას გამზირი #78ა; მოსკოვის გამზირი # 45
(032) 2 30 88 20

ტურიზმის მენეჯმენტი

სილაბუსი კურსის დასახელება: ტურიზმის მენეჯმენტი
კურსის ხანგძლივობა: 1 თვე, კვირაში 3-ჯერ ან კვირაში 2-ჯერ 1სთ,30წთ
ლექციის ხანგძლივობა:1სთ
კურსის ხელმძღვანელი: ანა მაზმიშვილი კურსის მიზანი: კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურისტული მენეჯმენტით.
პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიზანია, პროფესიულ სტუდენტს/პიროვნებას მისცეს ტურიზმის საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი სპეციალიზებული ცოდნა, კერძოდ, სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესების, პრინციპების და კონცეფციების მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

თემა 1: ტურიზმის არსი,ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია.
თემა 2: ტურიზმის ინდუსტრია 21–ე საუკუნეეში საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები.
თემა: 3 ტურიზმის სახეები,ტურისტული პროდუქტი და მომსახურება.
თემა 4: ტურისტული ბიზნესი, ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი.
თემა 5: გიდის პროფესია ,გიდის უნარჩვევები,ტურის დაგეგმვა-ექსკურსიების და ტურების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა.
თემა 6: სასტუმრო ინდუსტრია და მისი როლი ტურიზმის სფეროში.მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები.
თემა 7: კვებისა და სასმელების ინდუსტრია და მათი როლი ტურიზმში.
თემა: 8 პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში, პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები.
თემა 9: ტურიზმის მარკეტინგი, ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, ინტერნეტ მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში.
თემა 10: საქართველოს ტურისტული რესურსები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები/განვითარების პრობლემები.
თემა 11: ტურიზმის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში
თემა 12: ტურიზმი,როგორც ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი და პოპულარული სფერო და მისი წარმატების ძირითადი ფაქტორები.
კურსის ღირებულებაა 300 ლარი
კურსის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი