ვაჟა-ფშაველას გამზირი #78ა; მოსკოვის გამზირი # 45
(032) 2 30 88 20
(+995) 599 98 95 03

CAT-ის გამოცდები

გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები, რომელებიც CAT- ის სახელითაა ცნობილი, იშიფრება, როგორც კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება.

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ტარდება მე–11 და მე–12 კლასებში. მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს აბარებენ იმ საგნებს, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) დანარჩენ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას მე-12 კლასის ბოლოს გადიან. CAT-ის გამოცდები არის შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მოსწავლეებში ამოწმებს სკოლაში განვლილი მასალის დაძლევის დონეს. სასწავლო ცენტრ Language Centre (LC) –ში მიმდინარეობს როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მომზადება ზემოთ ჩამოთვლილ საგანებში. გაკვეთილის ხანგრძლოვობაა 1 საათი და 30 წუთი. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 4/5-ს. ამ დაწესებულებაში მომუშავე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაეუფლონ საგნის ღრმა ცოდნას და ასევე განივითარონ ის უნარ-ჩვევები რომლებიც გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვისაა აუცილებელი.